ირანში ენერგეტიკული კრიზისი „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა – New York Times

New-york-Times-ის ინფორმაციით, ირანში ენერგეტიკული კრიზისი „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა.
ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მაგისტრალები, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები.
გამოცემის ინფორმაციით, წარმეობის პროცესები შეჩერებულია, სამთავრობო უწყებები დახურულია, ან მუშაობენ შემცირებული საათებით, ხოლო სკოლები და კოლეჯები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე.
გამოცემა ირანის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ზემოხსენებული კრიზისის მიზეზი გრძელვადიანი სანქციებია, ასევე არაეფექტური მართვა, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ს ბოლოდროინდელი მასშტაბური ავიადარტყმები და სხვა.
„ძალიან სერიოზული დისბალანსის წინაშე ვდგავართ, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის განაწილების კუთხით“ – განაცხადა თავის გამოსვლაში ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა, რომელმაც შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

„რუსი სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს – პირველი არის მკვლელობა და მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და მეორე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების დეპორტაცია“ – გაეროს კომისია