ირანში დროებით, გირაოთი გათავისუფლდნენ ჟურნალისტი ქალები, რომლებიც აშუქებდნენ ამინის საქმეს

14 იანვარს ირანში, ევინის ქალთა ციხიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, გირაოთი გათავისუფლდა ორი ჟურნალისტი ქალი, რომლებიც ციხეში მოხვდნენ 2022 წელს ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციაში სიკვდილის გაშუქების გამო – აცხადებს ირანის სასამართლო სისტემა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება. პატიმრობაში მათ 17 თვე დაჰყვეს, მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა მათი გათავისუფლებისკენ.
ჟურნალისტებს – 31 წლის ნილუფარ ჰამედის და 36 წლის ელაჰე მოჰამადის – 13 და 12 წლით აქვთ მისჯილი პატიმრობა, შესაბამისად. მათ ბრალი დასდეს რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებში და მტრული შინაარსის პროპაგანდაში, ასევე “თანამშრომლობაში -ის მტრულ ხელისუფლებასთან”. თავად ჟურნალისტები დანაშაულს არ აღიარებენ, მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიოდნენ საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
“ნილუფარ ჰამედი და ელაჰე მოჰამადი მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ გააშუქეს პოლიციის მიერ მაჰსა ამინის მკვლელობა და მისი დასაფლავების ცერემონია” – აცხადებს აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია United For Iran, რომელიც აერთიანებს ირანელ აქტივისტებს და ყოფილ პოლიტპატიმრებს.

ასევე დაგაინტერესებთ