ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა

ირანში ბუნებრივი აირის მილსადენზე აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის ბუნებრივი აირის ქსელის კონტროლის ცენტრის მენეჯერმა, საიდ აღლიმ, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მილსადენის რამდენიმე უბანზე აფეთქებები დივერსიული და ტერორისტული ქმედებების შედეგია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 1,270 კმ. სიგრძის მილსადენი ასალუიედან იღებს სათავეს და ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციის გავლით კასპიის ზღვის ქალაქებამდე აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი