ირანული წარმოშობის შვედეთის მოქალაქემ ირანის ციხეში შიმშილობა დაიწყო, რადგან გასაცვლელი პატიმრების სიაში არ შეიყვანეს

ირანელმა მკვლევარმა, შვედეთის მოქალაქემ, რომელიც ირანში, თეირანის საპატიმროში იმყოფება, შიმშილობა დაიწყო პროტესტის ნიშნად, რომ ის არ ჩართეს შეთანხმებაში პატიმრების გაცვლის შესახებ ირანსა და შვედეთს შორის.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს აცნობა აჰმადრეზა ჯალალის ცოლმა, მიდა მეჰრანიამ. შვედეთმა ამას წინათ გაათავისუფლა ირანის საპატიმროს ყოფილი თანამშრომელი, ჰამად ნური, რომელიც გაცვალეს შვედეთის მოქალაქეებზე, იოჰან ფლოდერუსსა და საიდ აზიზიზე.
ჯალალი, რომელიც 2016 წელს დააკავეს და შემდგომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ს სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობისთვის, გაცვლაში არ ჩართეს. ის ბრალდებას უარყოფს.
მისი ცოლის თანახმად, შვედეთის მთავრობამ ჯალალის ოჯახს ვერ მიაწოდა „დამაჯერებელი ახსნა“ იმისა, თუ რატომ არ ჩართეს ჯალალი პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში. მეჰრანიას თქმით, მისი ქმარი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პატიმართა შორის ყველაზე დიდხანს იმყოფება ცციხეში და მის თანახმად, თეირანი მას იყენებს “ზეწოლისთვის,” რათა ევროპის ქვეყნებს მოსთხოვოს ირანელი პატიმრების გათავისუფლება.