ირანული სამთავრობო მედია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ს იერიშს IRGC-ის დაზვერვის მეთაური ემსხვერპლა

ირანული სამთავრობო მედია ოფიციალურად ადასტურებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ს იერიშს ემსხვერპლნენ.

სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპა IRGC-ის დაზვერვის ოფიცერი, მოჰსენ ბაღერი.

მანამდე, ახალი ამბების ვებგვერდმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IRGC-ის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე ნანგრევებში არიან მოყოლილნი მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა. მედიის მიხედვით, მათი მდგომარეობა “გაურკვეველი” იყო. აღნიშნული ცნობა მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა მ Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა.

“შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავარტყით [ირანის] დაზვერვის მეთაურსა და მის მოადგილეს თეირანში, რადგან ახლა თეირანის თავზე ვიმყოფებით, ჩვენი პილოტები თეირანის ცაში არიან და მიზანში ვიღებთ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს ირანელებისგან განსხვავებით – ისინი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენს მოქალაქეებს ბომბავენ”. – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება