ირანული მედია – ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს

ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი ავრცელებს.
„მოწმეების თქმით, დღეს დილით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ სარავანში მდებარე სახლში 9 უცხოელი მოკლეს“, – აცხადებს ირანული მედია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღრო რეგიონში სარაკეტო დარტყმები გაცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს