ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს – რიში სუნაკი

ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა სუნაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, -ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული