ირანსა და სამ ევროპულ ქვეყანას შორის ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 13 იანვარს უნდა შედგეს

ირანის ნახევრადოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტო ISNA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ირანსა და სამ ევროპულ ქვეყანას შორის ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 13 იანვარს ჟენევაში გაიმართება. სააგენტომ ეს შეტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
ირანი თავის საკამათო ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს 2024 წლის ნოემბერში, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან აწარმოებდა.
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ს შემდეგ ჩატარებული პირველი მოლაპარაკება მას შემდეგ შედგა, რაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა რეზოლუციამ, რომლითაც ირანს გაეროს ატომურ სააგენტოსთან ცუდი თანამშრომლობა ბრალდებოდა, თეირანის აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნული რეზოლუციის პასუხად, თეირანმა საერთაშორისო ატომურ სააგენტოს შეატყობინა, რომ თავის ბირთვულ ობიექტებზე, ურანის გამამდირებელი მეტი ცენტრიფუგების დაყენებას გეგმავდა.
გაეროს ატომური სააგენტოს უფროსმა რაფაელ გროსიმ დეკემბერში „როიტერს“ უთხრა, რომ ირანი ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებას „დრამატულად“ აჩქარებს და უახლოვდება 90-პროცენტიან ზღვარს, რომელიც იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეა. თეირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის და ირწმუნება, რომ მისი პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
2018 წელს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა და ირანს მკაცრი სანქციები განუახლა.
ბირთვული შეთანხმების „გასაცოცხლებლად“ ამერიკის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციასა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩაიშალა. თუმცა, ტრამპმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტად ნოემბერში ხელმეორედ აირჩიეს, საარჩევნო კამპანიის დროს თქვა: „შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რადგან შედეგები მიუღებელია. შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ”.