ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ და „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, სამოქალაქო ცენტრებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“.
მისი თქმით, თეირანი თავისი ქმედებებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის.
ირანმა ს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაურის ელი ბინის განცხადებით, თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული.
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.
Ipn.ge