ირანმა საყვედური გამოთქვა ბირთვული პროგრამის ესკალაციის გამო “დიდ შვიდეულის” განცხადების მიმართ

16 ივნისს ირანმა “დიდ შვიდეულს” (G7) მოუწოდა “წარსულის დესტრუქციულ პოლიტიკას” ჩამოშორდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანიმ “დიდი შვიდეულის” იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ბოლოდროინდელ გაფართოებას.
14 ივნისს G7-მა გააფრთხილა ირანი ურანის გამდიდრების მასშტაბების გაზრდის – ბირთვული პროგრამის გაფართოების თაობაზე და განაცხადა, რომ მზად იქნება ახალი ზომების მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთს მიაწოდებს. “ირანსა და რუსეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასთან ში ომის დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ მიკერძოებული პოლიტიკური მიზნებით ქმედებას წარმოადგენს”, – განაცხადა ქანაანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით