ირანმა პირველად გადასცა რუსეთს უახლესი მართვადი საჰაერო ბომბები – Bild

უკრაინაზე დარტყმებისთვის ირანმა პირველად გადასცა რუსეთს უახლესი მართვადი საჰაერო ბომბები. ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი, სამხედრო ანალიტიკოს ჯულიან რეპკეზე დაყრდნობით.
25 მაისს კურსკის რეგიონში მძიმე ირანული უპილოტო თვითმფრინავის, Mohajer-6-ის ჩავარდნის ადგილიდან გავრცელებული ვიდეოს გაანალიზების დროს რეპკე მივიდა დასკვნამდე, რომ თვითმფრინავს ბორტზე მიმაგრებული ჰქონდა Qaem-5-ის სისტემის უახლესი ირანული მართვადი ბომბები.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავს უნდა მიეტანა იერიში სუმის რეგიონის ტერიტორიაზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მიზანს ვერ მიაღწია და მიწას დაენარცხა.
BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ კურსკის რეგიონში ჩამოვარდნილი უპილოტო თვითმფრინავის ფრთის ქვეშ მდებარე საბრძოლო მასალა გარეგნულად ძალიან ჰგავს მცირე დიამეტრის Qaem-5-ის კლასის მართვად საჰაერო ბომბს, რომლითაც, შესაძლოა, აღჭურვილი იყოს ირანული Mohajer-6-ისა და Hamaseh-ის ტიპის მძიმე თვითმფრინავები.

ირანელი სამხედრო ინჟინრების მიერ შემუშავებულ Qaem-5-ის კლასის ბომბს, რომელიც ირანში 2019 წელს მიიღეს, აქვს სატელევიზიო მართვის შესაძლებლობა და შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა ტიპის ქობინით. საბრძოლო მასალის დიაპაზონი 40 კმ-მდეა.

უკრაინის ომში ს ჯარებმა Mohajer-6-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება 2022 წლის აგვისტოში დაიწყეს, მაგრამ, როგორც Washington Post-ი წერს, საბრძოლო მასალის გარეშე. რეპკეს თქმით, რუსეთის არმიის მიერ Qaem-5 ბომბების გამოყენება შეიძლება ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლაზე მიუთითებდეს.

ბოლო წლებში ირანმა დიდ წარმატებას მიაღწია დრონების წარმოებაში. ირანული ტიპის დრონები ფართოდ გამოიყენება რუსეთის არმიის მიერ სთან ომში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?