ირანმა ორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა – ამას საშინელ შეცდომას უწოდებს

ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც -მ ირანის ბირთვულ ობიექტები დაბომბა.
ირანელმა კანონმდებელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პარლამენტის კომიტეტის წევრმა, ესმაილ კოსარიმ განაცხადა, რომ ირანის პარლამენტი – მეჯლისი დათანხმდა გლობალური ენერგოვაჭრობის საკვანძო არტერიის დახურვას სწორედ „ამერიკული აგრესიისა და საერთაშორისო საზოგადოების დუმილის საპასუხოდ“.
მისი თქმით, ამ საკითხზე კანონმდებლებმა კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეკუთვნის.
სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 17-18 მილიონი ბარელი ნავთობია.
ორმუზის სრუტე ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, , ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ამ საზღვაო მარშრუტის დახურვა, სავარაუდოდ, შეაფერხებს ნავთობის გლობალურ მიწოდებას, რაც ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს და შესაძლოა, დროებით შეზღუდოს აშშ-ის სამხედრო გემების სპარსეთის ყურიდან გასვლის შესაძლებლობაც.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ისინი თავად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ორმუზის სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ორმუზის სრუტის ჩაკეტვა საშინელი შეცდომა და „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ იქნება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?