ირანმა ორბიტაზე თანამგზავრი IRGC-ის მიერ შექმნილი რაკეტით გაგზავნა – ირანული მედია

ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი გაგზავნა რაკეტით, რომელიც ირანის სამხედრო სტრუქტურის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ შეიქმნა. ინფორმაციას ირანის მთავრობის მიერ კონტროლირებადი გამოცემა IRNA ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Chamran-1 თანამგზავრი 60 კილოგრამს იწონის და კოსმოსში წარმატებით მიაღწია 550-კილომეტრიან ორბიტას, ხოლო თანამგზავრის მთავარი მისია კოსმოსური აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაა.
ამავე წლის იანვარში ირანმა განაცხადა, რომ კოსმოსში რაკეტით 3 თანამგზავრი გაუშვა.
როგორც გამოცემა Associated Press წერს, დასავლეთი ყოველივე ამას აფასებს, როგორც თეირანის პროგრამა – ბალისტიკური რაკეტების გაუმჯობესების მიზნით, ვინაიდან ორივეს, სატელიტების გამშვებ რაკეტასა და ბალისტიკურ რაკეტას მსგავსი რეაქტიული სისტემები აქვთ, რათა მძიმე წონის ტვირთი (ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში – ბირთვული იარაღი) დიდ მანძილზე გადაიტანონ.
-მ ადრე განაცხადა, რომ ირანის მიერ თანამგზავრების ამ ფორმით გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება და მოუწოდა ირანს, აღარ განეხორციელებინა ისეთი მოქმედებები, რომლებიც ბირთვული იარაღის გადატანის უნარის მქონე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას ითვალისწინებდნენ.
პირველი სატელიტი ირანმა კოსმოსში 2009 წელს, ხოლო პირველი სამხედრო სატელიტი 2020 წელს გაუშვა.
წყარო: ტაბულა