ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, განგაშის სირენები ამოქმედდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დააფიქსირეს.
Magen David Adom-ის ცნობით, მათი მედიკოსები, რეაგირების მიზნით, რამდენიმე ადგილზე მიემართებიან.
ისრაელის ეროვნული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტებმა ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
შეგახსენებთ, ირანი და ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მას შემდეგ აგრძელებენ, რაც ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”