ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა

რა ვიცით ამ დრომდე:
· ირანის “ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა” ს მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვა.
· ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოახერხეს მათი უმეტესობის ქვეყნის ტერიტორიის მიღმა ჩამოგდება. ისრაელის განცხადებებითვე, 10 ფრთოსანი რაკეტა, ქვეყნის გარეთ ჩამოაგდეს. გავრცელებული ცნობებით, ირანმა თითქმის 200-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით.
· შეერთებული შტატების პრეზიდენტი უქმეებზე დელავერის შტატიდან თეთრ სახლში დაბრუნდა, ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და განაცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ “მტკიცეა”.
· “Channel 12”-ის ცნობით, ისრაელში მიმავალი დრონების ჩამოგდებაში -ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.
· ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ დაასრულა ომის კაბინეტის შეხვედრა და ამბობს, რომ ისრაელი გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს, ირანის შეტევას.
· ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, მექსიკამ, ჩეხეთმა, მ და ნიდერლანდებმა დაგმეს ირანის თავდასხმა.
13-14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. ეს ისრაელის მიერ 1 აპრილს, დამასკოში მის საკონსულოზე განხორციელებული იმ თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის “რევოლუციის გვარდიის კორპუსის” მეთაური და ექვსი ოფიცერი მოკლა.
ღამით ისრაელის მასშტაბით საჰაერო გამაფრთხილებელი სირენები გაისმა და ადგილობრივ მედიაში დრონების ჩამოგდების ვიდეოები გამოქვეყნდა. ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე, თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 7 წლის გოგონა.
მას შემდეგ რაც, თეირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაგზავნა, გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ მათ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიში, პასუხი იყო, ისრაელის მიერ, დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაზე და რომ “საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს”.
“ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ”, – განაცხადა მისიამ “X”-ზე.

“საკითხი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც შეერთებული შტატები შორს უნდა დარჩეს!” – აცხადებს თეირანის მისია გაეროში.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ირანის თავდასხმა და თქვა, რომ „ღრმადაა შეშფოთებული რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის რეალური საფრთხის გამო“.
საპასუხოდ, ისრაელი აცხადებს, რომ უპასუხებს ირანის ამ ქმედებას. ირანის თქმით, პასუხს მათი მხრიდანაც მოჰყვება რეაგირება.
ისრაელის “მე-12 ტელევიზია” ციტირებს ქვეყნის ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმას “მნიშვნელოვანი პასუხი” მოჰყვვება.
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და საჰაერო თავდასხმის მიმდინარეობის ფონზე, “როიტერი” სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ დრონების ნაწილი, შეერთებული შტატების არმიამ ჩამოაგდო. ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ, რამდენი დრონი ჩამოაგდეს მათ.
ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, მექსიკამ, ჩეხეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა დაგმეს ირანის თავდასხმა.
ირანი აქამდე აცხადებდა, რომ დამასკოში მის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე შურისძიენას აპირენდა. ისრაელი კი დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ თავდასხმაზეე პასუხისმგებლობას.
13 აპრილს, იქამდე, სანამ ირანი ისრაელზე იერიშს მიიტანდა, ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს IRNA-ს ინფორმაციით, თეირანმა ირანის წყლებში პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი “MSC Arie” დააკავა, ვერტმფრენიდან დესანტის გადასხმის გზით. თეირანის თქმით, გემი ისრაელთან იყო დაკავშირებული.
MSC, რომელიც მართავს Aries-ს, ადასტურებს, რომ ირანმა გემი დაიკავა და ის მუშაობს “შესაბამის ორგანოებთან” მისი უსაფრთხო დაბრუნებისა და ეკიპაჟის 25 წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანი მეკობრეობაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”