ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, არიან დაშავებულები

24 მარტს ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, რის გამოც ისრაელში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები. ბოლო მონაცემებით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, აფეთქებამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაციების ფარგლებში იერიშები მიიტანეს თეირანში მდებარე სამხედრო და სადაზვერვო ობიექტებზე.
IDF-ის მიხედვით, თეირანში იერიში მიიტანეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო სტრუქტურების ორ ობიექტსა და ირანის დასზვერვის სამინისტროს ერთ-ერთ შტაბზე.
იერიშის შედეგად ისრაელმა ირანის დედაქალაქში გაანადგურა იარაღის საცავები დ საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ისრაელის არმიის ცნობით, ღამის განმავლობაში ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 50-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების საწყობებსა და გამშვებ დანადგარებსაც.