ირანმა ისრაელის მიმართულებით, თავდასხმების საპასუხოდ, რაკეტები ისროლა

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ თეირანმა ს მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ნატანზის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი დაბომბა და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები დახოცა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო იერუსალიმსა და თელ-ავივში, ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში.
ისრაელის ხელისუფლებამ მოსახლეობას იზოლაციისა და თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხია.
-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარნენ.
თელ-ავივის რაიონში ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი ადამიანი ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობების გამო მიიყვანეს. თელ-ავივში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რაკეტა ქალაქში, საცხოვრებელ ადგილს მოხვდა. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, კრიტიკულად დაშავებული ქალი ახლომდებარე საავადმყოფოში მოათავსეს.
ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ისრაელი ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელში უსაფრთხო არცერთი ადგილი აღარ იქნება და შურისძიება, რასაც ისინი აპირებენ, მტკივნეული იქნება.
“ისრაელის ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღე, რამდენიც ამ საფრთხის მოსაშორებლად იქნება საჭირო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ტელევიზიით მიმართვაში.
მანამდე, 13 ივნისს ისრაელმა ირანზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე კი, მათი განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
ირანის სამთავრობო მედიის განცხადებით, მოკლულია 6 მეცნიერი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
CNN-ის თანახმად, სარაკეტო შეტევაში ისრაელმა გამოიყენა 200 საბრძოლო თვითმფრინავი და მოწინააღმდეგის 100 სამიზნის მიმართულებით 330 სხვადასხვა ტიპის ბომბი ისროლა.