ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ს მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. „მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.
ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – იყო მეგობრული გარემო – თორნიკე რიჟვაძის მამაც ესწრებოდა სუფრას და სიძეც, ყველა პირი იდენტიფიცირებული და გამოკითხულია – რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოღებულია წერილი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსიდან”, გამომძიებელმა ამოიღო