ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, იტყობინება „როიტერსი“.
მომხდარს როგორც ირანი, ასევე ოფიციალურად ადასტურებს. შეჩერებულია ავიამიმოსვლა ისრაელის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებს თავშესაფართან ახლოს ყოფნას მოუწოდებენ.
თეირანში ამბობენ, რომ ეს შურისძიებაა ისრაელის მიერ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერების მკვლელობისთვის. თეირანი ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიმიტური და სამართლიანია და პასუხის შემთხვევაში, ისრაელზე მორიგი თავდასხმა მოხდება.
სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
გარეკანის ფოტოზე: კადრები თელ-ავივიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში: არ მგონია ვინმემ შეძლოს საქართველოში მარო მაყაშვილი, ანწუხელიძე დაკარგოს და დაავიწყოს ქართველებს მათი გმირობა. ქართველებმა იციან გმირობის ფასი და ვერანაირი პროპაგანდა ამას ვერ შეცვლის