ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა — აფეთქებების ხმა გაისმა ქვეყნის მრავალ რაიონში. The Times of Israel-ისა და CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი ობიექტები იყო თელ-ავივი და ქალაქი ჰაიფა, სადაც მდებარეობს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, მსხვილი პორტი და საზღვაო-სამხედრო ბაზა, აგრეთვე თელ-ავივის შემოგარენი.
ორგანიზაცია “მაგენ დავიდ ადომ”-ის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა ირანული ბალისტიკური რაკეტების შედეგად, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა.
შეტევის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ცენტრალურ ისრაელში.
ასევე, მედიის ცნობით, რაკეტებმა დააზიანეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია ჰაიფაში, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი.
ს ელექტროსადგურმა (Israel Electric Corporation) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანულმა იერიშებმა დააზიანა ცენტრალური ს ელექტროგადამცემი ქსელი.
ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის რაკეტული დარტყმები ისრაელზე მიუთითებს, რომ თეირანის ძალები შეძლებენ ხელახალ მობილიზებას მაშინაც კი, როცა ისრაელმა პირველი იერიშის დროს რამდენიმე სამხედრო მეთაური მოკლა.