ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანის განცხადებით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი – რითიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ღაზის სექტორში ომს აწარმოებს.
პაკისტების განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ორი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი, პაკისტანი თავდასხმას უწოდებს მისი საჰაერო სივრცის პროვოცირების გარეშე დარღვევას.
ინფორმაციის გარშემო დაბნეულობაა, რადგან გაქრა იერიშის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობები.
პაკისტანის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა საფრთხეს უქმნის ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის – რომლებიც ერთმანეთს ეჭვით ეკიდებიან, თუმცა დიპლომატიურ კავშირებს ინარჩუნებენ.