ირანმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯა ოთხი “დივერსანტი”, რომლებიც ისრაელის “მოსადთან” იყვნენ კავშირში

ირანმა სიკვდილით დასაჯა ოთხი “დივერსანტი”, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ს სადაზვერვო სამსახურთან, “მოსადთან”.
ამის შესახებ იტყობინება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო “მიზანი”, 29 დეკემბერს.
“სიონისტურ რეჟიმთან ასოცირებული დივერსიული ჯგუფის ოთხი წევრი, რომელთაც “მოსადის” ოფიცრების ხელმძღვანელობით, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ფართო ქმედებები ჩაიდინეს, სიკვდილით იქნა დასჯილი დღეს დილით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად”, ნათქვამია სააგენტოს ცნობაში.
ორი კვირის წინ, ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ “მოსადის” სავარაუდო აგენტი სიკვდილით იქნა დასჯილი სისთან-ბელუჯისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში , თუმცა პირის ვინაობა და ბრალდების დეტალები არ გაუმხელია. ირანის ოფიციალური პირები ხშირად ადანაშაულებენ გარე ძალებს ქვეყნის საქმეებში ჩარევაში. სასამართლო პროცესები ისლამურ რესპუბლიკაში არაგამჭვირვალეა ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ