ირანმა ბირთვული პროგრამის გაფართოებაზე განაცხადა – ვრცელდება აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადება

აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამენ ირანის გეგმების გამო, რომელიც ბირთვული პროგრამისთვის ახალი ცენტრიფუგების გაშვებას ითვალისწინებს. ისინი თეირანს გაერო-ს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლებისკენ მოუწოდებენ.
„სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ირანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ, რეზოლუციაზე თანამშრომლობით პასუხის ნაცვლად, გეგმავენ პასუხის გაცემას თავიანთი ბირთვული პროგრამის შემდგომი გაფართოებით ისეთი გზებით, რომლებსაც არანაირი სარწმუნო მშვიდობიანი დასაბუთება არ გააჩნია“, – ნათქვამია ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
ცენტრიფუგები არის მანქანები, რომლებიც ამდიდრებენ აირად მდგომარეობაში გადაყვანილ ურანს ძალიან მაღალი სიჩქარით ბრუნვის მეშვეობით.
წყარო: 1 არხი