ირანმა -ს სამშვიდობო პირობებს “არარეალისტური, არალოგიკური და გადაჭარბებული” უწოდა

იერიშის შედეგი თეირანში, 2026 წლის 29 მარტი.ATTA KENARE / AFPსაგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ემაელ ბაღაეიმ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით -ს მიერ თეირანისთვის არაპირდაპირი გზით გადაცემულ წინადადებებს არალოგიკური და გადაჭარბებული უწოდა.
ბაღაეის მიხედვით, ირანი ამ ეტაპზე სამხედრო ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ქვეყნის ყველა რესურსი თავდაცვაზეა მიმართული.
ირანულმა მხარემ განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მანამდე პაკისტანის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამბადში შეხვდნენ, სადაც ჰორმუზის სრუტის გახსნის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ირანმა ვაშინგტონის მიერ წარდგენილი 15-პუნქტიანი მოთხოვნების უმრავლესობა მიიღო. მან აღნიშნა, რომ აშშ დამატებით პირობებსაც წამოაყენებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რის დათმობას დათანხმდა ირანი.
ირანი საჯაროდ უარყოფს აშშ-ს მიერ გადაცემულ პირობებს და საპასუხოდ საკუთარ, ხუთპუნქტიან წინადადებას აყენებს – მათ შორისაა ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნება.