ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოპერაციაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. ერთი ნახიჩევანის აეროპორტზე დაეცა, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა ადგილებზე.
ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ არ ვრცელდება.




