ირანი E3-თან მოლაპარაკებისას ურანის გამდიდრების უფლებას დაიცავს, განაცხადა აბას არაყჩიმ

საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან ( E3) 25 ივლისისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებში, ირანი დაიცავს თავის ბირთვულ უფლებებს, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლებას, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ 24 ივლისს სახელმწიფო მედიის მიერ გადაცემულ ვიდეომიმართვაში.

ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი, რომელსაც მოჰყავს არაყჩის სიტყვები, რომელიც თასმინის სააგენტომ გაავრცელა: „განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ომის შემდეგ, მათთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია ურყევი რჩება და რომ ჩვენი ურანის გამდიდრება გაგრძელდება. ჩვენ არ დავთმობთ ირანელი ხალხის ამ უფლებას.“
არაღჩის თქმით, ირანი ყოველთვის მზად იყო თავისი ბირთვული პროგრამის ლოგიკური გზით წინ წაწევისთვის, რათა დაემშვიდებინა ის ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, შფოთავდნენ.

ირანმა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინა დღეს ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც სანქციების ხელახლა დაწესებით იმუქრებიან – კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უფლება ურანის გამდიდრების შესახებ და განაცხადა, რომ ის „ურყევია“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!