ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ხელისუფლებას ჩაგოსის კუნძულებზე მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის დაბომბვისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაციას გამოცემა Telegraph ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედროს თქმით, შტაბს მიეცა დავალება ჩაგოსის არქიპელაგზე მდებარე აშშ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ბაზაზე იერიში სასწრაფოდ მიიტანოს, იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს ირანზე თავდასხმის საშუალება აღარ მიეცეს.
“უმაღლესმა მთავარსარდლობამ მოითხოვა იერიში მივიტანოთ კუნძულზე და მასზე მდებარე ბაზებზე, თუ ტრამპის მუქარები კიდევ უფრო სერიოზული გახდება”. – განუცხადა წყარომ Telegraph-ს.
წყაროს თქმით, ჩაგოსის კუნძულებზე თავდასხმის გეგმა მას შემდეგ შემუშავდა, რაც სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენების რაოდენობამ იმატა.
ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების თანახმად სამხედრო ბაზაზე ორი B-2 ტიპის ბომბდამშენია განთავსებული, რომელთაც ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეუმჩნევლად შეუძლიათ ფრენა.