ირანი [უკრაინის] ომის თანამონაწილე არ არის — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ირანი ში ს ომის თანამონაწილე არ არის.
პრემიერ-მინისტრი , სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბოლო პერიოდში მეორედ ჩავიდა თეირანში. ირაკლი იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორის იყო, რომლებიც გასულ თვეში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ამჯერად კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანში ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფება.
30 ივლისს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, უხერხულობას უქმნის თუ არა, ფაქტობრივად ომის თანამონაწილე ქვეყანასთან მჭიდრო კავშირების დამყარება.
„არანაირი ომის თანამონაწილე, ჯერ ეს ერთი, ირანი არ არის. არ ვიცი მე, საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე ჩვენი ხალხის დამოკიდებულების გამოხატვას იმ პროცესების მიმართ, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კი არ იყურებოდეს აქეთ-იქით და მიმბაძველად იმოქმედოს…ჩვენ 30 წლის ახალი რესპუბლიკა კი ვართ, მაგრამ 3 000 წლის სახელმწიფო ვართ და არ მგონია, რომელიმე სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე აქვს სახელმწიფოებრიობის ის გამოცდილება, რომელიც ქართულ გენშია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე მტკიცებით, „არ არსებობს დედამიწის ზურგზე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძლება ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში“.
პაპუაშვილს ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია ირანის მიერ რუსეთის „შაჰიდის“ დრონებით მომარაგების შესახებ, რასაც ის არ გამოეხმაურა. თუმცა აღნიშნა, რომ ინაუგურაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით თბილისისადმი კითხვები უკრაინის მხრიდანაც არ არსებობს და ამ საკითხზე მხოლოდ ქართული ოპოზიცია საუბრობს.
„ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
ირანი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში როგორც დიპლომატიურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ის რეგულარულად აწვდის რუსეთს თავისი წარმოების კამიკაძე დრონებს, ძირითადად „შაჰიდი 131“-ს და „შაჰიდ-136“-ს, რომლითაც რუსი სამხედროები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უტევენ უკრაინის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ობიექტების ჩათვლით. თეირანი წინააღმდეგ აძლევს ხმას გაეროს რეზოლუციებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს.
ევროკავშირს დაწესებული აქვს სანქციები ირანისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ