“ირანი საშიშია, გაგვსრესს… ივანიშვილის ადგილას რგოლად დახვეულ ნაჭერს გამოვიყენებდი შალვა პაპუაშვილის დასადუმებლად” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ირანის ისლამური რესპუბლიკა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა ჩვენს რეგიონშიც და მთელს მსოფლიოშიც. მასთან ზომიერ პარტნიორულ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ირანიდან იმპორტირებული პროდუქციის წილი სოლიდური არ არის, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ხელს უმართავს ქართველ მომხმარებელს. ქართულ-ირანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს სერიოზული პოტენციალი აქვს. ირანის როლი საგულისხმოა რეგიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის ურყევი, უძლიერესი კავშირის დასაბალანსებლად. ასევე, შიიტურ სამყაროში არაღიარების პოლიტიკის დაცვისთვის. ნორმალურ ვითარებაში საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი, უდიდეს რესურსს ფლობს, რათა ევროპასა და ირანს შორის დიალოგს შეუწყოს ხელი. ერთი სიტყვით, არავინ ამბობს, რომ საქართველოს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგია არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, დეპუტატი რომ ვიყო, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ახლო აღმოსავლეთის ქვეკომიტეტის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდოდი… მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ირაკლი კობახიძის მოტივაცია არ არის საქართველოს ახლო აღმოსავლური პოლიტიკის ან ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბება. ვიცით! მას მხოლოდ ის სურს, რომ კიდევ ერთი კედელი აღმართოს საქართველოსა და დასავლეთს (, ევროკავშირი) შორის. ირანი მტრობს ყველაფერს დასავლურს… ივანიშვილის დავალებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ცალ ფეხზე ჰკიდია დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა და ადვილად, წარბშეუხრელად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია ავტორიტარული ქვეყნების, ტერორისტული წარმონაქმნების კლუბში ჩაწერა, სასტიკ დიქტატურებთან ამაზრზენი კეკლუცობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება