ირანი რუსეთისთვის ასობით ბალისტიკურ სარაკეტო სისტემის გადაცემას აპირებს – Reuters

გამოცემა Reuters-ი ევროპული დაზვერვის ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი სთვის სთან ომში დასახმარებლად Fath-360-ის ტიპის ასობით ახლო მანძილის ბალისტიკური სარაკეტო სისტემის გადაცემას აპირებს.
გამოცემა წერს, რომ რუსი სამხედრო პერსონალი ირანშია ჩასული, რათა Fath-360-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მოხმარება ისწავლოს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, წვრთნის შემდგომ “ერთადერთი შესაძლო შემდეგი” ნაბიჯი რუსეთისთვის რაკეტების გადაცემა იქნება.
Reuters-ის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსული მხარისთვის Fath-360-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება 2023 წლის 13 დეკემბერს გააფორმეს.
გამოცემასთან მესამე ევროპულმა წყარომაც დაადასტურა, რომ ირანში ბალისტიკური სარაკეტო სისტემების მოხმარების სასწავლად რუსი სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. მისივე თქმით, ასეთი წვრთნა რუსეთისთვის მიწოდებული ირანული იარაღისთვის ჩვეულია.
-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, შონ სავეტის თქმით, აშშ, NATO-ს მოკავშირეები და G7-ის პარტნიორები “მზად არიან, სწრაფი და მკაცრი პასუხი გასცენ, თუ ირანი ამ ტრანსფერებს შეასრულებს”.
“(რედ. – ეს) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომში ირანის მხარდაჭერის დრამატული ესკალაცია იქნებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული თეთრ სახლს რუსეთსა და ირანს შორის უშიშროების პარტნიორობის შესახებ არაერთხელ გაუფრთხილებია”. – თქვა სავეტმა.
თეთრმა სახლს არ დაუდასტურებია, რომ ირანი რუს სამხედრო პერსონალს Fath-360-ის გამოყენებაში ამზადებს და რუსეთისთვის უკრაინის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად იარაღის გადაცემას აპირებს
ერთ-ერთმა ექსპერტმა, ჯასტინ ბრონკმა, Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უკრაინის თავდაცვის სისტემებზე წნეხს გაზრდიდა.
“ირანიდან რუსეთში ახლო მანძილის ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობით გადატანა უკვე უკრაინის უკვე ზედმეტად გადატვირთულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე წნეხის გაზრდას შესაძლებელს გახდიდა. რამდენადაც ბალისტიკური საფრთხეებია, უკრაინის მხოლოდ უმაღლესი კლასის სისტემებს შეეძლებათ მათი ჩამოგდება”. – თქვა ბრონკმა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეზღუდვებს ირანის მიერ ზოგი რაკეტის, დრონისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე 2023 წლის ოქტომბერში გაუვიდა ვადა, მაგრამ აშშ-მ და ევროკავშირმა ახლო აღმოსავლეთში და რუსეთში რაკეტების მიწოდების საფრთხის გამო ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დაწესებული სანქციები არ გააუქმეს.
წყარო: ტაბულა