ირანი მზადაა გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ახალი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის

როგორც ჩანს, ირანი თანახმაა, მალე გამართოს მოლაპარაკება თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ე.წ. E3-ის წევრ ქვეყნებთან.
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „თასნიმზე“ დაყრდნობით გერმანიის მედია იუწყება, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან კონსულტაციები ამჟამად ადგილისა და დროის განსაზღვრის მიზნით მიმდინარეობს.
სხვა ცნობების თანახმად, აზრთა პირველი გაცვლა მომავალ კვირას უნდა შედგეს.

ბერლინი, პარიზი და ლონდონი ცოტა ხნის წინ ირანს მკაცრი სანქციების ხელახლა დაწესებით დაემუქრნენ, თუ ამ ზაფხულის ბოლომდე ახალი ბირთვული შეთანხმებისკენ კონკრეტული პროგრესი არ იქნება. მიზანი უნდა იყოს მტკიცე და მდგრადი შეთანხმება, რომლის კონტროლი იქნება შესაძლებელი.

ამ შეთანხმებით, მშვიდობიანი გზით თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რომ ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი.
ივნისში ისრაელმა და აშშ-მა დაბომბეს ირანის ბირთვულ ობიექტები. გაურკვეველია, რა დონით შეფერხდა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!