ირანი ისრაელს ადანაშაულებს გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებში

ირანის ნავთობის მინისტრმა, ჯავად ოვჯიმ დაადანაშაულა ბოლო ხანებში მომხდარ აფეთქებებში, რომელთა შედეგადაც შეფერხდა გაზის მიწოდება ირანის პროვინციებში, ინციდენტებმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობა ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის.
21 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში ოვჯიმ ინციდენტებს უწოდა ისრაელის მიერ მოწყობილი მიზანმიმართული აქტი, რომლის მიზანი იყო ირანში გაზის შიდა მიწოდების შეფერხება. ოვჯის თავისი განცხადებების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ისრაელის ხელისუფლებას არ გაუკეთებია საჯარო განცხადება ამ ბრალდებების გარშემო.
14 თებერვალს მომხდარი აფეთქებების სამიზნე იყო ირანის სახელმწიფო გაზსადენი, აფეთქებების შედეგად გაზის მიწოდება მძლავრად შეფერხდა ირანის სულ მცირე ხუთ პროვინციაში. გაზის სახელმწიფო კომპანიამ ინციდენტებს უწოდა “საბოტაჟი და ტერორისტული აქტები”.
ოვჯის თქმით, დაზიანებული გაზსადენები უკვე შეკეთებულია.
ირანი და ისრაელი წლებია ჩრდილოვან ომში არიან, და მათ შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტით ისრაელსა და -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის.

რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების კოლაფსის შედეგად, რადგან თეირანი ნაკლებად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ზრდის მოქმედებებს ბირთვულ სფეროში.