ირანი იორდანიაში, -ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნასერ კანანი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ირანი იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმაში არ მონაწილეობდა, – ამის შესახებ BBC წერს.
“[-ის] ბრალდებები უსაფუძვლოა. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ მიესალმება კონფლიქტის გაფართოებას რეგიონში. ირანი არ ყოფილა ჩართული წინააღმდეგობის ჯგუფთა გადაწყვეტილებებში იმის თაობაზე, დაიცვან პალესტინელები თუ – საკუთარი ქვეყნები”, – აცხადებს კანანი.
იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 25. თავდასხმა, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე, დრონებით მოხდა. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ამბობს, რომ მომხდარს საპასუხო ქმედება მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა