ირანი იმუქრება, რომ მსოფლიოში -ისრაელისთვის ტურისტული ზონებიც არ იქნება უსაფრთხო

აშშ-ისრაელის იერიშების ფონზე, ირანის რეჟიმი 20 მარტს დაიმუქრა, რომ მსოფლიო მასშტაბით რეკრეაციული და ტურისტული ზონებიც არ იქნება უსაფრთხო და განაცხადა, რომ ქვეყანაში რაკეტების წარმოება კვლავ მიმდინარეობს.
ირანის რეჟიმის შეიარაღებული ძალების გავლენიანმა სპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ განაცხადა, რომ თეირანმა შესაძლოა, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მსოფლიო მასშტაბით ამოიღოს მიზანში, მათ შორის, რეკრეაციულ და ტურისტულ ზონებშიც.
“ამიერიდან, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მსოფლიოში თქვენთვის ტურისტული და რეკრეაციული ზონებიც კი არ იქნება უსაფრთხო,” დაიმუქრა შეკარჩი.
თებერვლის ბოლოს -მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად მოკლულთა შორის იყვნენ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი, მათ შორის, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
ხოლო 17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა იერიშების შედეგად ასევე მოკლა ირანის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი, ალი ლარიჯანი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი. IDF-ის განცხადებით, ორივე მათგანი ჩართული იყო ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილ “ხოცვა-ჟლეტასა” და სისასტიკით გამორჩეულ დარბევით ოპერაციებში.