ირანი და მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩაატარებენ ომანში

ირანი და შეერთებული შტატები კვირას მორიგ შეხვედრას ჩაატარებენ თეირანის სწრაფად განვითარებად ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა კვლავ ომანში გაიმართება, რომელმაც მოლაპარაკებების წინა სამ რაუნდს უშუამავლა.
არაღჩი თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება, უთხრა Associated Press-ს წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოითხოვა.
თავად ომანს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
მომავალ კვირას ჩატარდება -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
ტრამპმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და გამოაცხადა, რომ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას აწარმოებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ. მან არაერთხელ მიანიშნა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას კვლავ სჯერა, რომ ახალი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
აშშ ირანისგან წლებია, მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი