ირანი და აშშ ახალი ბირთვული შეთანხმების საკითხზე ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანისა და -ის მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვული პროგრამის შემზღუდავი ახალი შეთანხმების შესამუშავებლად დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც ორივე მხარემ კონსტრუქციულად შეაფასა, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ს წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მასკატში ომანელი შუამავლების მეშვეობით ირიბ მოლაპარაკებას გამართავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ახალი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ირანის ბირთვული ბომბის შექმნის გზას დაბლოკავს.
„ვფიქრობ, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალ „Time“-თან ინტერვიუში, თუმცა ირანის წინააღდმდეგ კვლავ სამხედრო ქმედებებით დაიმუქრა, თუ დიპლომატიური გზა წარუმატებელი აღმოჩნდება.