ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას – ჯონ კირბი

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, – ამის შესახებ Reuters წერს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას ირანსა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ირანი ადრე აწვდიდა რუსეთს დრონებს, რომელსაც მოსკოვი იყენებდა ზე თავდასხმებისთვის.
„ირანი შესაძლოა ემზადება კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთის მხარდასაჭერად. შეშფოთებულები ვართ, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას ში გამოსაყენებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, კირბის თქმით, რუსეთმა თეირანს შესთავაზა რაკეტები, ელექტრონიკა და საჰაერო თავდაცვა. ირანი ცდილობდა რუსეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის თავდასხმის ვერტმფრენების, რადარების და საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავების შეძენას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი