ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას – ჯონ კირბი

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი განიხილავს სთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, – ამის შესახებ Reuters წერს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას ირანსა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ირანი ადრე აწვდიდა რუსეთს დრონებს, რომელსაც მოსკოვი იყენებდა ზე თავდასხმებისთვის.
„ირანი შესაძლოა ემზადება კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთის მხარდასაჭერად. შეშფოთებულები ვართ, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, კირბის თქმით, რუსეთმა თეირანს შესთავაზა რაკეტები, ელექტრონიკა და საჰაერო თავდაცვა. ირანი ცდილობდა რუსეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის თავდასხმის ვერტმფრენების, რადარების და საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავების შეძენას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას