ირანი ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსა და კამერებს აღარ დაუშვებს

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსა და კამერებს თავის ბირთვულ ობიექტებზე აღარ დაუშვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო გამოცემა Mehr ირანს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაეის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანს, რაფაელ გროსს და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას არ დაუშვებს.
ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება “ს რეჟიმისგან მოპოვებულ დოკუმენტებში ობიქტების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის აღმოჩენით” არის განპირობებული.