ირანი აცხადებს, რომ სირიაში მისი სამხედროების მკვლელობას უპასუხოდ არ დატოვებს

ირანი უპასუხებს სირიაში მისი ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა 4 დეკემბერს, როდესაც ჰკითხეს ისრაელის მიერ გასულ კვირაში ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ორი წევრის მკვლელობაზე სირიაში.
„არანაირი ქმედება ირანის ინტერესებისა და ჩვენი მცველების წინააღმდეგ სირიაში უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ქანაანმა.
ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, 2 დეკემბერს რევოლუციის მცველთა კორპუსის ორი წევრი, რომლებიც სირიაში სამხედრო მრჩევლად მსახურობდნენ, ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს. ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე ეს ირანის პირველი მსხვერპლია.
თავდასხმის დეტალები განვრცობილი არ არის. სირიამ ადრე განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ მოიგერია ისრაელის სარაკეტო თავდასხმა დამასკოს მახლობლად მდებარე სამიზნეებზე, 2 დეკემბრის გამთენიას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში