ირანი აცხადებს, რომ სამხედროებს არ გაგზავნის ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ლიბანში თავდასხმების გაძლიერების ფონზე

ირანი აცხადებს, რომ თავის ძალებს არ განათავსებს ლიბანში ან ღაზს სექტორში, ს ძალებთან საბრძოლველად – იმ ფონზე, როცა ძლიერდება ისრაელის თავდასხმები ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანში, რის შედეგადაც მოკლულ იქნა ამ ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, ჰასან ნასრალა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური, და გაიზარდა შიში, რომ კონფლიქტმა, შესაძლოა, მთელი რეგიონი მოიცვას.
“არ არსებობს საჭიროება ირანის ისლამური რესპუბლიკის დამატებითი ან მოხალისე ძალების გაგზავნისა” – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანანიმ 30 სექტემბერს და დასძინა, რომ ლიბანს და პალესტინელთა ტერიტორიებზე მებრძოლებს “აქვთ შესაძლებლობა და ძალა თავი დაიცვან აგრესიისგან”.
კანანის განცხადებამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ, ნიამ ყასემმა განაცხადა, რომ ნასრალას შემცვლელი მალე დასახელდება.
ჰეზბოლა არის გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს.
ფორუმი