ირანი აცხადებს, რომ იერიში მიიტანა “ისრაელის ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე” ერაყში

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ თავს დაესხა “ჯაშუშურ ცენტრებს” ერაყში. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს “მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე” ქურთისტანის რეგიონში.
“სიონისტური რეჟიმის ბოლოდროინდელი სისასტიკის საპასუხოდ, რამაც გამოიწვია გვარდიისა და “წინააღმდეგობის ღერძის” მეთაურების მკვლელობა… ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოსადის ჯაშუშების ერთ-ერთი მთავარი შტაბი ბალისტიკური რაკეტებით განადგურდა”, – ნათქვამია გვარდიის განცხადებაში.
სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა სირიაში “ისლამურ რესპუბლიკაში ტერორისტული ოპერაციების ჩამდენი პირების – განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამ თვის დასაწყისში, “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა გენერალ სოლეიმანის მემორიალთან.