ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ირანი აცხადებს, რომ იორში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და -ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით – რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა