ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 610 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 610 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა“, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰოსეინ კერმანპურმა.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის 13 ბავშვია და ბოლო 12 დღის განმავლობაში ისრაელის იერიშების შედეგად 4700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 საავადმყოფო დაზიანდა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?