ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ირანული მედიასაშუალება Mehr News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის მტკიცებით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.
მისივე თქმით, 1 277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
შეგახსენებთ, ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შემდეგაც ირანი და ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”