ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მსოფლიოს მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს გარკვეული პერიოდის მანძილზე გაწყვიტონ ყველანაინი პოლიტიკური კავშირი ისრაელთან. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
რამდენიმე კვირის წინ აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე მოუწოდა მუსლიმურ სახელწმიფოებს დააწესონ ემბარგო ისრაელისთვის ნავთობისა და საკვების მიყიდვისთვის.
“ზოგიერთმა ისლამურმა მთავრობამ დაგმო ისრაელის დანაშაულები, როცა ზოგს არ დაუგმია. ეს მიუღებელია” – თქვა ირანის უმაღლესმა ლიდერმა.
ხამენეის თქმით, ასეთ დროს ყველა ისლამურმა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ისრაელისთვის საკვებისა და ნავთობის მიყიდვა.
11 ნოემბერს საუდის არაბეთში ჩატარებულ არაბული ლიგის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გაერთიანებულ სამიტზე მუსლიმური სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ისრაელისთვის სანქციების დაწესებაზე. ისრაელისთვის მრავალმხრივი სანქციების დაწესებას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ითხოვდა.