ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს, ზუსტად ვიცით სად იმალება “უზენაესი ლიდერი”, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, მინიმუმ ამ მომენტისთვის – ტრამპი
ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”…
ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ – მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, – წერს ტრამპი.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: “უპირობო დანებება!”
Ipn.ge
