ირანის შს მინისტრის თქმით, პრეზიდენტის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი, აჰმად ვაჰიდი ამბობს, რომ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი “მძიმედ დაეშვა”. ის ადასტურებს, რომ ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ.
როგორც მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას შემთხვევის ადგილას მისვლა უამინდობის გამო გაუჭირდა. ცნობილი ხდება, რომ ყველა სხვა ვერტმფრენმა, რომლებშიც ასევე მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ, დანიშნულების ადგილს უსაფრთხოდ მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე