ირანის შეიარაღებული ძალები – ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავიცავთ

ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დავიცავთ, – ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„არმია, უზენაესი მთავარსარდლის მეთაურობით, რეგიონში მტრის გადაადგილების დაკვირვების პარალელურად, ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და საჯარო ქონებას მტკიცედ დაიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის არმია მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს, რათა „მტრის შეთქმულებებს ხელი შეუშალონ“.
ასევე, განცხადება გაავრცელა ირანის რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „1979 წლის რევოლუციის შედეგები წითელ ხაზს წარმოადგენს“.