ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – თუ ისრაელი საპასუხო ქმედებას განახორციელებს, ჩვენი სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ს ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ.
„თუკი ისრაელს სურს გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამაღამდელი ოპერაცია რამდენჯერმე გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება“, – განაცხადა ბაგერიმ.
მისი თქმით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი სათანადოდ მომზადებულია იმისთვის, რომ გაიმეოროს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გაძლიერებული ინტენსივობით.
შეგახსენებთ, მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა